რა არის ჰიპერაქტიური იმუნური სისტემა?
ნორმალურ მდგომარეობაში იმუნური სისტემის ძირითადი მისია ორგანიზმის დაცვაა მავნებელი ბაქტერიებისგან, მიკრობებისგან, ვირუსებისგან და ასევე ნებისმიერი იმ პათოგენისგან, რომელიც სხეულის დაზიანებას იწვევს.
ავტოიმუნური დაავადების დროს ეს მექანიზმი ირღვევა - იმუნიტეტს ჰგონია, რომ კანი, სახსრები თუ სხვა ჯანსაღი ქსოვილები უცხო სხეულებია და მას შეცდომით ებრძვის. ჰიპერაქტიური იმუნური სისტემა ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ვეღარ ხედავს განსხვავებას ჯანსაღ უჯრედებსა და მავნებელ უცხო სხეულებს შორის.
სტატისტიკურად, ავტოიმუნური დარღვევით მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ხშირად ავადობენ.
ჰიპერაქტიური იმუნიტეტის გავრცელებული სიმპტომებია:
- დაღლილობა;
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა;
- წონის კლება ან მატება;
- თმის ცვენა;
- კანის სიმშრალე, შეშუპება, გამონაყარი, სიწითლე.
ყალიბდება როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორების გამო.
ჰიპერაქტიური იმუნიტეტის მართვისთვის რეკომენდებულია:
- რაციონიდან ამოიღოთ ანთებითი პროცესის ხელშემწყობი პროდუქტები;
- უარი თქვით იმ თავის მოვლის პროდუქციაზე, რომელიც გამღიზიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ გარემოს;
- გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაცია - დანიშნულებისამებრ მიიღეთ სპეციალისტის შერჩეული დანამატები თუ პრობიოტიკები.
წყარო:
https://www.cleure.com/pages/overactive-immune-system-cause-symptoms-treatment