რატომ არის სპორტი სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?
სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია სხეულის გასამკვრივებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
სპორტული აქტივობისას უმჯობესდება გულის ფუნქცია, მცირდება დიაბეტის რისკი, ქვეითდება სტრესის დონე, კონტროლდება სისხლში შაქრის მაჩვენებელი.
ვარჯიშით მკვრივდება კუნთები, დადებითი ეფექტი აისახება კოორდინაციასა და მეხსიერებაზეც.
ცხოვრება ყოველთვის მარტივი არ არის - ყოველდღე გარს გვახვევია როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ემოციები. რთულ სიტუაციაში ბევრი ადამიანი მოტივაციას კარგავს და უარყოფით განწყობაზე მყოფი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხის ქვეშ აყენებს - ამჯობინებს დღის დიდი მონაკვეთი ტელევიზორის ყურებასა და არაჯანსაღი პროდუქტების მიღებაში გაატაროს.
გახსოვდეთ, შფოთვასა და სტრესს საუკეთესოდ უმკლავდება ვარჯიში. ტკბილეულის თუ ცხიმიანი კერძების მირთმევის ნაცვლად გირჩევთ გაისეირნოთ (თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ); სუფთა ჰაერზე ტვინი გაცილებით უკეთ ფუნქციონირებს და განწყობაც ხშირად დადებითისკენ იცვლება.
სპორტი ასევე სასარგებლოა:
- წონის დასაკლებად;
- მენტალური ჯანმრთელობისთვის;
- ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
წყარო:
https://thehealthcareinsights.com/the-importance-of-sports-to-health-and-fitness/