რადიოლოგია

რადიოლოგია

რა არის რადიოლოგია?

რადიოლოგიური კვლევების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინა. იგი საჭიროა როგორც დიაგნოსტირებისთვის, ისე მონიტორინგისთვის, ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციისთვის.

რადიოლოგია უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანოს, სისტემისა თუ მთლიანი სხეულის ვიზუალური კონტროლის საშუალებას. რადიოლოგიამ უამრავ პაციენტს აჩუქა მეორე სიცოცხლე, აუმაღლა ცხოვრების ხარისხი.

რადიოლოგიას საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში, 1895 წელს.

ყველა სამკურნალო სექტორი, რგოლი რადიოლოგიას ემყარება, კერძოდ:

  • ქირურგია;
  • პედიატრია;
  • ონკოლოგია;
  • ემერჯენსი;
  • ინფექციური დაავადებები;
  • ტრავმის მართვა;
  • მეან-გინეკოლოგია და სხვა.

რადიოლოგიური კვლევის მეთოდებია:

  • რენტგენოლოგიური კვლევა;
  • ულტრაბგერა;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • პეტ კატე;
  • მამოგრაფია და სხვა.

დიაგნოსტიკური რადიოლოგია მოწოდებულია ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის (ძვლების მოტეხილობა, გულის დაავადებები, სისხლის შედედება და სხვა) იდენტიფიცირებისთვის, ხოლო ინტერვენციული რადიოლოგია გამოიყენება სამედიცინო პროცედურების კონტროლისთვის.

 

წყარო:  

https://www.healthimages.com/what-is-radiology/