თმის საღებავი შეიცავს ბევრ ისეთ ინგრედიენტს, რომელიც აღიზიანებს სკალპს და იწვევს ალერგიულ რეაქციას.
სიმპტომები შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე. ალერგიული რეაქციის პრევენციის საუკეთესო საშუალება ბუნებრივი საღებავია.
თავისთავად, ერთმანეთისგან განსხვავდება მგრძნობელობა და ალერგია.
საღებავის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ თუ შეღებვის გამო უჩივით კონტაქტური დერმატიტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს (წვის შეგრძნება, გამომშრალი კანი, კანის ქავილი ან სიწითლე).
ალერგიული რეაქციის დროს კი სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს მაშინვე ან 48 საათის განმავლობაში.
თმის შეღებვის გამო ჩამოყალიბებული ალერგიული რეაქციის სიმპტომებია:
- წვის შეგრძნება სკალპის, სახის ან კისრის არეში;
- ბებერები;
- სკალპისა და სახის ქავილი, შეშუპება;
- კიდურების, ქუთუთოს, ტუჩის შეშუპება;
- წითელი გამონაყარი მთლიან სხეულზე.
იშვიათად, თუმცა ზოგჯერ მაინც ვლინდება ანაფილაქსია - ეს არის სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- კანის შეშუპება, წვის შეგრძნება, გამონაყარი;
- ენისა და ყელის შეშუპება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- გულისრევა;
- ღებინება;
- გონების დაკარგვა.
წყარო: