რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ფიზიკურად და ემოციურად გადაიწვით

რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ფიზიკურად და ემოციურად გადაიწვით

ფიზიკური, მენტალური და ემოციური გადაღლა.

გადამწვარი - რთულია ამ მდგომარეობის განმარტება რამდენიმე სიტყვით და დიახ, შეიძლება არ იყოს სამედიცინო პათოლოგია თუ ტერმინი, მაგრამ უამრავ ადამიანს აწუხებს.

ფიზიკური, ემოციური ან მენტალური გამოფიტვა იმდენად მწვავეა, რომ ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც უშუალოდ პაციენტზე, ისე მის ახლობლებზე, გარშემომყოფებზე. ემოციური გადაღლის ფონზე იზრდება სტრესი და შედეგად ადამიანი სრულიად უმნიშვნელო საკითხზე ბრაზდება, თითქმის ყველაფერი აღიზიანებს.

თანამედროვე ცხოვრების რიტმი, სტრესული გარემო და სხვა არაერთი ფაქტორი ორგანიზმის გადაწვის, გამოფიტვის მიზეზი მარტივად ხდება - ამ სიმპტომს უამრავი ადამიანი უჩივის.

ზოგიერთი ადამიანი ვერც კი ხვდება როგორ კვეთს საზღვარს დაღლილობასა და გადაწვას შორის; განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც პიროვნულად მუდმივად საქმეში არიან ჩართულნი, უყვართ ზედმეტი მუშაობა, არღვევენ ბალანსს პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა;
  • აპათიურობა;
  • თავის ტკივილი;
  • შეიცვალა თქვენი მადა;
  • შეიცვალა ძილის რეჟიმი;
  • დეპრესიული განწყობა.

წყარო:

https://health.clevelandclinic.org/signs-of-burnout