რა არის ლიპიდი?
ლიპიდები ცხიმოვანი ნაერთია, რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, იმარაგებს ენერგიას, ითვისებს ვიტამინებს, წარმოქმნის ჰორმონებს და სხვა.
თითოეული ლიპიდი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, კერძოდ:
- ტრიგლიცერიდი გზავნის და იმარაგებს ენერგიას;
- სტეროიდული ჰორმონი უჯრედებში ინფორმაციას გზავნის;
- სანაღვლე მჟავების მარილი ცხიმის მონელებას უწყობს ხელს;
- ცხიმოვანი მჟავა ენერგიას წარმოქმნის;
- ფოსფოლიპიდი და ქოლესტერინი ბიოლოგიურ მემბრანებს ქმნიან.
ლიპიდები არის სისხლსა და ორგანიზმში, მას შეიცავს სხეულის ყველა უჯრედი.
ლიპიდი წარმოიქმნება ჟანგბადის, ნახშირბადისა და წყალბადის კავშირის შედეგად. ისეთი ლიპიდი როგორიცაა ქოლესტერინი, უჯრედოვანი გარსის ნაწილს წარმოადგენს - იგი უჯრედს სტრუქტურას აძლევს და ნივთიერებებს უჯრედებში შეღწევისა თუ გამოსვლის საშუალებას აძლევს.
ორგანიზმი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რაოდენობის ლიპიდებს გამოიმუშავებს, თუმცა ზოგჯერ არათანაბარ დოზას წარმოქმნის, რაც პრობლემებს იწვევს.
არასწორი რაოდენობით წარმოქმნილი ლიპიდების ფონზე იზრდება შემდეგი პათოლოგიების რისკი:
- ჰიპერლიპიდემია;
- ჰიპოლიპიდემია;
- ათეროსკლეროზი;
- კორონალური არტერიების დაავადება;
- ჰიპერტრიგლიცერიდემია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/body/24425-lipids