ყაბაყის სასარგებლო თვისებები

ყაბაყის სასარგებლო თვისებები

გიყვართ ყაბაყი?

ყაბაყი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით.

ეს გემრიელი ბოსტნეული შეიცავს ვიტამინებს, მინერალებსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მცენარეულ ნაერთებს.

ყაბაყი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის შეუცვლელი საკვებია, რადგან შეიცავს ბოჭკოს, რაც მონელებას უწყობს ხელს და შებერილობისა თუ შეკრულობისგან გიცავთ.

იდეალური კერძია მათთვის, ვინც დიეტას იცავს, რადგან დაბალკალორიულია და მარტივად ანაყრებს.

ყაბაყი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აუცილებელია იმუნიტეტისთვის - ეს ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად, ორგანიზმს იცავს მავნე ბაქტერიებისგან, გაციებისა თუ ვირუსებისგან. ასევე ტრავმის ან ავადობის შემდეგ ქსოვილს აღდგენაში ეხმარება, შესაბამისად, ყაბაყი სამზარეულოში უნდა გქონდეთ როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება.

მეცნიერთა აზრით, ანემიის პრევენციისთვისაც გამოდგება, რადგან ყაბაყის შემადგენლობაში შედის რკინა, ვიტამინები B6 და C - ეს ტრიო შეუცვლელია ჯანმრთელობისთვის.

ცნობილია, რომ თვალებს იცავს და მხედველობაზე დადებითად აისახება სტაფილო, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ ზუსტად იგივე ეფექტი აქვს ყაბაყსაც.

 

 

წყარო:

https://health.clevelandclinic.org/zucchini-health-benefits