გულის ტრავმა

გულის ტრავმა

ყველაფერი, რაც გაინტერესებთ გულის არეში მიღებული ტრავმის შესახებ.

სტატისტიკურად, აშშ-ში ახალგაზრდებში ტრავმა დაღუპვის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ოფიციალური სამედიცინო ცნობის თანახმად, მწვავე თორაკალური (გულმკერდის) ტრავმა 30-50%-ში სიკვდილის მიზეზია.

ქირურგები ადასტურებენ, რომ ბლაგვი და გამჭოლი ტრავმა თითქმის ყოველთვის ითრევს გულისა და გულმკერდის დიდ სისხლძარღვებს. თუ ამ მნიშვნელოვან ორგანოებს გაცილებით სერიოზული დაზიანება მიადგა, ფატალური შედეგია მოსალოდნელი.

გულმკერდის ტრავმა ყოველთვის სერიოზულია და სწორედ ამიტომ ნებისმიერი წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.

გულის არეში მიღებული გამჭოლი ჭრილობა

გულში გამჭოლი ჭრილობა ნიშნავს იმას, რომ უცხო სხეულმა შეაღწია სხეულში და გაჩხვლიტა გული.

გულის არეში მიღებული ბლაგვი ტრავმა

ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ სხეულმა მიიღო გარეგანი დაზიანება, მაგალითად, ფიზიკური ძალადობის, წაქცევის, ჩამოვარდნის, შეჯახების შედეგად.

როდესაც საუბარია გულმკერდის ტრავმის ეფექტურ მართვაზე, პროგნოზი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

ემერჯენსის ექიმების განმარტებით, დადებითი შედეგია მოსალოდნელი იმ პაციენტებში, რომლებიც დეპარტამენტში შეიყვანეს გადაუდებელი თორაკოტომიის საჭიროების გარეშე.

ცეცხლსასროლ ჭრილობასთან შედარებით უკეთესი პროგნოზია იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ნაჩხვლეტი ჭრილობა.

დაზიანება ეფექტურად მართვადი იქნება, შესაბამისად, გამოჯანმრთელების სასურველი შედეგი დადგება იმ კლინიკურ შემთხვევებში, სადაც მოხერხდა ჰემოდინამიკის სტაბილურობის შენარჩუნება, წარმატებით ჩატარდა ინტუბაცია და პირი ახალგაზრდა ასაკისაა.

პერიკარდის ტამპონადა ხელშემწყობი ფაქტორია, რადგან მსგავს ტრავმულ დაზიანებებში სისხლდენის, სისხლის დანაკარგის საპრევენციოა.

 

წყარო:  

https://thoracickey.com/cardiac-trauma/