ორშაბათიდან დიეტაზე ვარ - აი, რატომ ვერ იკლებთ წონას, ყველაზე გავრცელებული შეცდომები ზედმეტ წონასთან ბრძოლის პროცესში

ორშაბათიდან დიეტაზე ვარ - აი, რატომ ვერ იკლებთ წონას, ყველაზე გავრცელებული შეცდომები ზედმეტ წონასთან ბრძოლის პროცესში

წონის კლება ზოგიერთი ადამიანისთვის გამოწვევაა.

შეიძლება ჩიოდეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიუხედავად სასურველ შედეგს ვერ ხედავთ და გაინტერესებთ რა არის ამის მიზეზი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სავსებით მოსალოდნელია სწორედ ამ გავრცელებულ რამდენიმე შეცდომას უშვებდეთ.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ზედმეტ წონასთან ბრძოლის პროცესში:

  • ფოკუსირებული ხართ სასწორზე. შეიძლება დაგავიწყდათ, რომ ხშირად დაკლებული წონა აისახება გარშემოწერილობაზე და არა მხოლოდ ციფრებით, სასწორზე;
  • არასწორად გესმით კალორიული დეფიციტი. ან ზედმეტად ბევრ კალორიას ითვისებთ, ან პირიქით საჭიროზე ცოტას;
  • ან საერთოდ არ ვარჯიშობთ, ან ზედმეტად ძაბავთ ორგანიზმს ფიზიკური დატვირთვით;
  • არ გიცდიათ წონით ვარჯიში;
  • იცავთ დაბალცხიმიან დიეტას;
  • ვარჯიშისგან სიამოვნებას უნდა იღებდეთ და თქვენ კი ლამის აკვიატებად გექცათ იმის კონტროლი თუ რამდენი კალორია დაწვით;
  • რაციონში არაა საკმარისი ცილა;
  • ვერ იხსენებთ ბოლოს როდის მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი;
  • ძალიან ხშირად ჭამთ და სამზარეულოში მაშინაც კი შედიხართ როცა არ გშიათ;
  • დიდ ყურადღებას აქცევთ პროდუქტს, თუმცა რატომღაც არ სვამთ რეკომენდებული დოზის წყალს;
  • არარეალური მოლოდინი გაქვთ და ამ ფანტაზიების გამო დიეტის დაცვის სურვილს კარგავთ ან შუა გზაზე წყვეტთ. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია ერთ თვეში 3 ზომით ნაკლები შარვალი ჩაიცვათ ან 2 კვირაში ღიპიდან მუცლის იდეალური პრესი დაიყენოთ, ეს წარმოუდგენელია. წონა უნდა დაიკლოთ ეტაპობრივად, ჯანსაღად და მკაცრი დიეტების გარეშე;
  • სვამთ გაზიან და ტკბილ სასმელებს.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/nutrition/weight-loss-mistakes#TOC_TITLE_HDR_16