როგორ დავიწყოთ ვარჯიში - რჩევა დამწყებთათვის

როგორ დავიწყოთ ვარჯიში - რჩევა დამწყებთათვის

რეგულარული ვარჯიში საუკეთესო საჩუქარია თქვენი ორგანიზმისთვის.

თუმცა არააქტიური, უმოძრაო ცხოვრების წესიდან ერთ დღეში აქტიურ სპორტსმენად გადაქცევა წარმოუდგენელი და მავნებელია.

სწორედ ამიტომ პირველი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ გაიაროთ სრულყოფილი ფიზიკური სამედიცინო შემოწმება და განსაკუთრებით იმ პირებმა, რომლებიც ძლიერინტენსიური ვარჯიშებით აპირებთ დატვირთვას, რაც თავისთავად ენერგიას და ორგანიზმის ამტანობას მოითხოვს.

სამედიცინო კვლევისას დადგინდება ხომ არ გაქვთ რამე ისეთი ფარული პრობლემა, რომელიც ვარჯიშის დროს ტრავმის ან სხვა სიმპტომების მაპროვოცირებელი გახდება.

ვარჯიშის რუტინა უნდა მოიცავდეს შემდეგ პირობებს:

  • შეადგინეთ ფიზიკური დატვირთის გეგმა და დაისახეთ რეალისტური მიზნები;
  • ვარჯიში ჩვევად აქციეთ;
  • ინტენსივობა გაზარდეთ დროთა განმავლობაში;
  • თავიდან დაიწყეთ შედარებით მსუბუქი დატვირთვისთვის განკუთვნილი პროგრამით;
  • ყოველთვის დალიეთ წყალი;
  • ფიტნესის პროგრამის პარალელურად დაიცავით ბალანსირებული დიეტა. უნდა მიირთვათ მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები;
  • ყოველი ვარჯიშის წინ გახურდით და ვარჯიშის ბოლოს მოადუნეთ, გააგრილეთ კუნთები;
  • მოუსმინეთ ორგანიზმს - თუ დისკომფორტს გრძნობთ ან კუნთი დაჭიმულია, დაისვენეთ და ვარჯიში განაგრძეთ რამდენიმე დღის შემდეგ.

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/nutrition/how-to-start-exercising