თავის ტკივილი ხველების გამო
საუბარია თავის ტკივილზე, რომლის მაპროვოცირებელიც ხველება ან ნებისმიერი ტიპის დაძაბულობა/დაჭიმულობაა (ცემინება, ცხვირის გამოწმენდა, სიცილი, ტირილი, სიმღერა, წინ გადახრა, კუჭის მოქმედება და სხვა).
პირველადი ხველისმიერი თავის ტკივილის მიზეზი უშუალოდ დახველებაა და არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. მეორეული ხველისმიერი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ტვინისა და ტვინის ახლომდებარე სტრუქტურების პრობლემაა - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- თავის ტკივილი ჩნდება ხველების ან სხვა ნებისმიერი დაძაბულობის შემდეგ;
- ძირითადად, გაწუხებთ რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში, ზოგჯერ 2 საათსაც გრძელდება;
- თავის ტკივილი მწვავე, ბასრია;
- ტკივილს გრძნობთ თავის ორივე არეში;
- რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებელია გრძნობდეთ ყრუ ტკივილს.
მეორეული ხველისმიერი თავის ტკივილის დროს ტკივილი გაცილებით დიდხანს გაწუხებთ და ასევე დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- თავბრუსხვევა;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- გიჭირთ წონასწორობის დაცვა;
- ყურებში ხმაური;
- სმენის დაკარგვა;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- კანკალი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/primary-cough-headaches/symptoms-causes/syc-20371200