რეკომენდაცია მშობლებს.
მნიშვნელობა არ აქვს შვილის ასაკს, რადგან როგორც ამბობენ, შვილები ყოველთვის პატარები არიან.
ყველა მშობელი ზრუნავს იმაზე რომ ბავშვებმა მშვიდად დაიძინონ და ნაკლები დრო გაატარონ ეკრანთან.
მოგეხსენებათ, მშვიდი ძილი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ექსპერტთა რეკომენდაციის თანახმად, ბავშვებმა და თინეიჯერებმა საშუალოდ 9-12 საათის განმავლობაში უნდა იძინონ. სტატისტიკურად, 65 000-ზე მეტ მოზარდს ცუდად სძინავს და უძილობის ან ძილის დარღვევის ფონზე დეპრესიის, შფოთვის რისკის წინაშეა.
ძილის ჰიგიენის ოქროს წესი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის:
- ყოველდღე დასაძინებლად წადით ერთსა და იმავე დროს;
- საძინებლიდან გამოიტანეთ ელექტრონული ნივთები;
- მშვიდი ძილისთვის იდეალური ჰაერის ტემპერატურა 15-19 გრადუსია;
- ძილის წინ მიიღეთ თბილი აბაზანა;
- დღის განმავლობაში სტრესულ გარემოსთან ურთიერთობა მხოლოდ ზრდასრულებს არ უწევთ და სამწუხაროდ, ეს დისკომფორტი კარგად ნაცნობია პატარა ადამიანებისთვისაც. სწორედ ამიტომ შეამცირეთ გამღიზიანებელი ფაქტორები (თეთრი ხმაური, მუქი ფარდები, ხმაურის დასახშობი ყურის ტამპონები და სხვა).
წყარო:
https://www.healthline.com/health/5-minute-read-on-sleep-hygiene-for-families#regular-bedtime