რა არის სოკოვანი კერატიტი?
სოკოვანი კერატიტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ზიანდება რქოვანა, ეპითელიალური შრე ირღვევა, ფიქსირდება რქოვანას ქსოვილის ან უჯრედების ფენის სოკოვანი ინფექცია.
სოკოვანი კერატიტი რქოვანას ინფექციაა.
რქოვანას წყლულის დროული მკურნალობა აუცილებელია, რადგან დაავადება სერიოზულ პრობლემებს იწვევს - არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში იზრდება მხედველობის დაკარგვის რისკი.
ინფექციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- თვალის ტკივილი;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- თვალის სიწითლე;
- მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
- ძლიერი ცრემლდენა;
- გამონადენი.
სოკოვანი კერატიტი, ძირითადად, ჩნდება თვალის არეში მიღებული დაზიანების ფონზე, ხშირი მიზეზი უცხო სხეულია.
მკურნალობისთვის მოწოდებულია სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკური თერაპია.
სოკოვანი კერატიტის პრევენციისთვის სასურველია ატაროთ უსაფრთხო სათვალე ბაღში მუშაობის დროს. ასევე უნდა იზრუნოთ პირად ჰიგიენაზე, მაგალითად, შესაბამის პირობებში შეინახოთ კონტაქტური ლინზები და სხვა.
წყარო:
https://www.vinmec.com/en/news/health-news/general-health-check/how-to-treat-fungal-keratitis/