რატომ ძლიერდება ტკივილი ღამით?

რატომ ძლიერდება ტკივილი ღამით?

შეგიმჩნევიათ, რომ ტკივილი გაცილებით ინტენსიური ღამითაა?

ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომიც ადასტურებს, რომ კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ქრონიკული ტკივილი მწვავდება ღამით.

და მაინც რა არის ამის მიზეზი? ძირითადი მიზეზი ჰორმონებია - ღამის საათებში ანთების საწინააღმდეგო ჰორმონის გამომუშავების დონე მინიმუმზეა. ამასთან, ტკივილი გარკვეულწილად ექვემდებარება ორგანიზმის ცირკადულ რიტმს.

რასაკვირველია, ქრონიკული ტკივილისთვის კარგი დრო არ არსებობს, თუმცა ღამით განსაკუთრებით პრობლემატურია, რადგან უძილობას იწვევს და ძილის დეფიციტი არაერთი სიმპტომისა თუ პათოლოგიის მაპროვოცირებელი ხდება. ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტები ადასტურებენ, რომ მათ ასევე აწუხებთ უძილობა ან ძილის დარღვევის რომელიმე ფორმა.

რა არის ქრონიკული ტკივილი?

ტკივილი ქრონიკულია თუ ვლინდება მინიმუმ 2 ან 3 თვის განმავლობაში და ეს სიმპტომი არ გამქრალა ძირითადი ტრავმისა თუ დაავადების მკურნალობის მიუხედავად.

ქრონიკულ ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ სახსრებში ან კუნთებში, ზოგჯერ სხეულის ერთ კონკრეტულ არეში, მაგალითად, ზურგისა და კისრის მიდამოში შეიგრძნობა.

სტატისტიკურად, ყოველი 5 ზრდასრულიდან ერთს (აშშ) ქრონიკული ტკივილი აქვს.

 

წყარო:            

https://www.health.harvard.edu/blog/do-we-feel-pain-more-at-night-202301182877