რომელი საკვებია მავნებელი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის?

რომელი საკვებია მავნებელი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის?

არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება შეიძლება დაირღვეს.

ეს სისტემა პროდუქტს ორგანიზმისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებად და ენერგიად შლის, სასარგებლო ნივთიერებებს ითვისებს და უვარგისს გარეთ დევნის.

უკვე მოგითხრეთ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლო რაციონის (ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, უჯერი ცხიმი, ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, იოგურტი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და სხვა) შესახებ და ამჯერად იმ საკვებზე მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც მავნებელია და რეკომენდებულია არ მიირთვათ.

ზოგიერთი საკვები და სასმელი ზრდის შებერილობის, გულძმარვისა და დიარეას რისკს, მაგალითად:

  • შაქრის შემცვლელი;
  • ტკბილი და გაზიანი სასმელები;
  • რაფინირებული ნახშირწყლებით მდიდარი საკვები;
  • ალკოჰოლი;
  • რძე ან თეთრი შოკოლადი;
  • საკვები, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმი;
  • ყავა და კოფეინის შემცველი ნებისმიერი სხვა სასმელი;
  • ცხარე და ცხიმიანი კერძები.

საჭმლის მონელების პროცესი სავსებით შესაძლებელია დაირღვეს ზოგიერთი ჩვევის გამო, მაგალითად, თუ საკვებს სწრაფად მიირთმევთ ან სადილობის შემდეგ მაშინვე დასაძინებლად მიდიხართ.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/326596#foods-that-help-digestion