სისხლდენა ყურიდან - რა შემთხვევაში გჭირდებათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

სისხლდენა ყურიდან - რა შემთხვევაში გჭირდებათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

ყურიდან სისხლდენა ნიშნავს ნებისმიერი ტიპის სისხლს, რომელიც ყურშია ან ყურიდან მოდის.

იგი არაერთი ტრავმისა თუ პათოლოგიის სიმპტომია.

ყურიდან სისხლდენასთან ერთად შესაძლოა შენიშნოთ სხვა სიმპტომებიც:

  • ყურის ტკივილი;
  • სიცხე;
  • სმენის დაკარგვა;
  • სახის გაშეშება;
  • თავბრუსხვევა;
  • ყურებში ხმაური.

თუ ყურიდან სისხლდენა განვითარდა ტრავმის (ნებისმიერი ტრავმა იქნება ეს ავარია, დაცემა, სპორტული თუ სხვა) ფონზე უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, პაციენტი უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ტრავმა;
  • შემთხვევით ფრჩხილით გაკაწვრა;
  • უნებლიედ, ყურის ჩხირით შიდა სივრცის ზედმეტად ღრმად გასუფთავება;
  • შუა ყურის რუპტურა;
  • ყურის მწვავე ინფექცია;
  • უცხო სხეული ყურში;
  • ყურის კიბო.

ყოველთვის შეუძლებელია ყურიდან სისხლდენის პრევენცია, რადგან უმეტესად გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად ყალიბდება. თუმცა ყურის ინფექციის, რომელიც ყურიდან სისხლდენასთანაა დაკავშირებული, რისკის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია პირად ჰიგიენაზე ზრუნვითა (ხელების ხშირად დაბანა) და მოწოდებული ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაციით.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21084-ear-bleeding