გიყვართ რძე?
როდესაც საუბარი რძის სასარგებლო თვისებებზე ჩამოვარდება, ბევრ ადამიანს პირველ რიგში კალციუმი ახსენდება, თუმცა იგი გაცილებით მეტ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს - ეს გემრიელი სასმელი ორგანიზმს ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერებით ამარაგებს.
როდის დავლიოთ რძე:
- სიმაღლეში ზრდისთვის - ბავშვებმა უნდა დალიონ დილით, დღის დასაწყისში და საღამოს, ძილის წინ (2 საათით ადრე);
- წონის დასაკლებად - შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
- ძვლის გასამკვრივებლად - რეკომენდებულია 2-3 ჭიქა რძე დღის განმავლობაში ან მიირთვით რძის რომელიმე ნაწარმი;
- მშვიდი ძილისთვის - დალიეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე;
- კუნთის გასამკვრივებლად - დალიეთ ვარჯიშის დასრულების შემდეგ.
რასაკვირველია, რძე არ უნდა დალიონ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ ლაქტოზის აუტანლობა, წარსულში გამოუვლინდათ ალერგიული რეაქცია, მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებას (რაციონი უნდა შეგირჩიოთ მხოლოდ მკურნალმა ექიმმა). დაუშვებელია პატარა ბავშვებს ძროხის რძე დაალევინოთ თვითნებურად (გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან).
გაითვალისწინეთ, ერთი ოქროს წესი არ არსებობს და არც რამე ერთი კონკრეტული მეცნიერული კვლევაა დადასტურებული ოპტიმალური საათის შესახებ - ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, რძისა თუ სხვა სასმელის, ასევე ნებისმიერი საკვების მიმართ განსხვავებული რეაქცია აქვს. ყოველთვის მოუსმინეთ ორგანიზმს, ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს.
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია თქვენი ყოველდღიური რაციონი გაჯერებული იყოს მკვებავი ნივთიერებებით, არ დაიცვათ თვითნებური დიეტა (თუ დიეტა პროფესიონალმა არ შეარჩია, თვითნებურად ჩამოწერილი პროდუქტების სია მავნებელია და ფაქტობრივად, აშიმშილებთ ორგანიზმს), ყოველდღიურად ივარჯიშეთ, დაკავდით ფიზიკური აქტივობით.
წყარო:
https://natural-food.asia/best-times-to-drink-milk-based-on-different-purposes/