ცივი კანი

ცივი კანი

თქვენი კანი ცივი და წებოვანია?

ხშირად, ეს სიმპტომი ცივი ტემპერატურის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ფონზე ჩნდება ან სავსებით მოსალოდნელია ორგანიზმს არ შეეძლოს ადეკვატურად არეგულიროს ტემპერატურა.

მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ სხეული სითბოს იმაზე უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე ხელახლა წარმოქმნა შეუძლია.

თუ არ შეიმოსებით ცივი ამინდის შესაბამისად და დიდ დროს გაატარებთ გარეთ სიცივეში, მნიშვნელოვნად მოიმატებს ჰიპოთერმიისა თუ სხეულის მოყინვის რისკი.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ცივი კანის მიზეზი სულაც არ არის ჰაერის ტემპერატურა და შესაძლოა ისეთი დაავადებების სიმპტომი იყოს როგორიცაა: ჰიპოთირეოზი, სისხლში შაქრის დაბალი დონე, დახშული არტერია.

სხვა მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ანორექსია;
  • ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი;
  • ზურგის ტვინის ტრავმა;
  • ანემია;
  • ანამნეზში შოკი ან ტრავმული დაზიანება;
  • სეფსისი;
  • მეტაბოლური დარღვევები.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ კანის სიცივე არ ალაგდება თბილ გარემოში ყოფნის მიუხედავად.

მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  • სიცივის გამო ხელები ცივი გაქვთ, კიდურმა შეიცვალა ფერი ან გამოვლინდა დაბუჟება;
  • ცივ კანს თან ერთვის დაღლილობა, წონის მატება, თმის ცვენა, შეკრულობა;
  • ფიქსირდება სისხლში შაქრის დონის დაბალი შემცველობა და ამ ეპიზოდის კონტროლი/მართვა გიჭირთ სახლის პირობებში;
  • უჩივით წვივის ტკივილს სიარულის დროს და სიმპტომი ქრება დასვენებისას.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:

  • იმყოფებით ცივი ტემპერატურის გავლენის ქვეშ და ვერ ახერხებთ სხეულის გათბობას;
  • მწვავე ტკივილი, ცივი კანი, ფერის ცვლილება, დაბუჟება კიდურებში;
  • კონცენტრაციის უნარი დაგიქვეითდათ, გიჭირთ გამოფხიზლება და ადეკვატურად საუბარი;
  • თავბრუსხვევა;
  • ტკბილის მიღების მიუხედავად შაქრის დონე კვლავ დაბალია.

 

 

 

წყარო:

https://www.buoyhealth.com/learn/cold-skin