ყურის ტკივილი

ყურის ტკივილი

ყურის ტკივილი გავრცელებული ჩივილია და განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ ბავშვებს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამოწვეულია ყურის ინფექციის შედეგად.

 

სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

 

  • თვითმფრინავით მგზავრობა (ჰაერის წნევის ცვლილება); 
  • უცხო სხეული ყურში; 
  • ტრავმა ყურის არეში;
  • გოგირდის საცობი.

 

ყურის ტკივილი შესაძლოა მომდინარეობდეს სხეულის სხვა პრობლემიდან:

 

  • სინუსიტი ან ტონზილიტი;
  •  
  • პრობლემა ყბის სახსარში;
  •  
  • კბილის, დენტალური პრობლემა.

 

მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

 

  • ყურის ტკივილმა ქრონიკული სახე მიიღო ან სიმპტომი გამწვავდა;
  • ყურიდან გამონადენი;
  • სიცხე ან საერთო სისუსტე; 
  • დაგიქვეითდათ სმენა; 
  • ანამნეზში დიაბეტი ან სუსტი იმუნიტეტი;
  • ყურის ტკივილი აწუხებს 2 წლამდე ასაკის ბავშვს.
  • მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

 

დისკომფორტის შემსუბუქებაში შესაძლოა დაგეხმაროთ შემდეგი მეთოდები:

 

  • ყურზე დაიფინეთ თბილი ქსოვილი;
  • დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
  • 2 ბალიშზე დადეთ თავი და ასე დაიძინეთ, დაისვენეთ.

წყარო:

 

https://www.healthdirect.gov.au/earache#:~:text=causes%20ear%20pain%3F-,Earache%20(sore%20ear)%20is%20a%20common%20complaint%2C%20especially%20in,or%20land%20in%20a%20plane