ყურის ტკივილი გავრცელებული ჩივილია და განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ ბავშვებს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამოწვეულია ყურის ინფექციის შედეგად.
სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- თვითმფრინავით მგზავრობა (ჰაერის წნევის ცვლილება);
- უცხო სხეული ყურში;
- ტრავმა ყურის არეში;
- გოგირდის საცობი.
ყურის ტკივილი შესაძლოა მომდინარეობდეს სხეულის სხვა პრობლემიდან:
- სინუსიტი ან ტონზილიტი;
- პრობლემა ყბის სახსარში;
- კბილის, დენტალური პრობლემა.
მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
- ყურის ტკივილმა ქრონიკული სახე მიიღო ან სიმპტომი გამწვავდა;
- ყურიდან გამონადენი;
- სიცხე ან საერთო სისუსტე;
- დაგიქვეითდათ სმენა;
- ანამნეზში დიაბეტი ან სუსტი იმუნიტეტი;
- ყურის ტკივილი აწუხებს 2 წლამდე ასაკის ბავშვს.
- მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
დისკომფორტის შემსუბუქებაში შესაძლოა დაგეხმაროთ შემდეგი მეთოდები:
- ყურზე დაიფინეთ თბილი ქსოვილი;
- დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
- 2 ბალიშზე დადეთ თავი და ასე დაიძინეთ, დაისვენეთ.
წყარო: