ლურჯი ტუჩები

ლურჯი ტუჩები

რატომ იცვლის ტუჩი ფერს?

ლურჯი შეფერილობის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც გარემო ფაქტორები, მაგალითად, ცივი წყალი ან ამინდი, ისე ჯანმრთელობის პრობლემა.

 

ციანოზით განიმარტება მდგომარეობა, როდესაც კანი და ლორწოვანი გარსი მოლურჯო შეფერილობას იძენს. ციანოზის ძირითადი სიმპტომი ტუჩის ლურჯი ან მოლურჯო ფერია, რაც ამ ორგანოს ფიზიოლოგიური მდგომარეობისთვის არაბუნებრივი, პათოლოგიურია.

 

ტუჩმა ლურჯი ფერი შეიძლება მიიღოს უეცრად ან დროთა განმავლობაში. ფერი ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება, სიმპტომი ალაგდება, როგორც კი გამომწვევი მიზეზი განიკურნება.

 

შეიძლება შენიშნოთ, რომ ტუჩთან ერთად პათოლოგიური ფერი მიიღო სხეულის სხვა უბანმაც - როგორც წესი, ვიზუალურად შესამჩნევია ორგანიზმის იმ არეში, სადაც კანის შრე შედარებით თხელია.

 

მაგალითად, ლურჯი ფერი შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგ მიდამოში:

  • ენა;
  • ღრძილი;
  • ფრჩხილი; 
  • ყურის ბიბილო;
  • ხვირი;
  • თითები.

 

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ტუჩი უეცრად გალურჯდა.

 

სასწრაფო დახმარება გჭირდებათ თუ შენიშნეთ სხვა სიმპტომებიც: 

  • სუნთქვის უკმარისობა;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება.

 

ლურჯი ტუჩის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • გულის დაავადებები;
  • ფილტვის პათოლოგიები;
  • ნერვული სისტემის დაავადებები;
  • ძილის ობსტრუქციული აპნოე;
  • იმყოფებით მაღლა მთაში;
  • შოკი;
  • მხუთავი აირით მოწამვლა;
  • სისხლის გენეტიკური დარღვევები.

 

https://www.verywellhealth.com/blue-lips-5082283