განავლის შეუკავებლობა - როცა ადამიანი ვერ აკონტროლებს კუჭის მოქმედებას

განავლის შეუკავებლობა - როცა ადამიანი ვერ აკონტროლებს კუჭის მოქმედებას

რა არის განავლის შეუკავებლობა?

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვერ აკონტროლებს ნაწლავის მოქმედების პროცესს და განავალი სწორი ნაწლავიდან არასასურველ დროს იჟონება.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, თუმცა როგორც წესი, მკურნალობისთვის გამოიყენება კვებითი რეჟიმის შეცვლა, მედიკამენტური თერაპია ან ქირურგიული ოპერაცია. დიაგნოზი გაცილებით ხშირია ქალებში და ხანდაზმულებში.

განავლის შეუკავებლობა გაქვთ თუ:

  • აირის დაცლისას განავალი იჟონება;
  • ფიზიკური აქტივობის დროს განავალი იჟონება;
  • ნორმალური კუჭის მოქმედების შემდეგ განავალს ამჩნევთ საცვალზე;
  • ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებთ კუჭის მოქმედებას.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ხშირი დიარეა ან შეკრულობა;
  • კუნთის დაზიანება;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • ნერვის დაზიანება;
  • რექტალური პროლაფსი;
  • ადამიანი თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, გადაჭარბებული დოზით იღებს საფაღარათო საშუალებას;
  • ნერვული სისტემის დარღვევა;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება და სხვა პათოლოგიები.

 

 

წყარო:    

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14574-fecal-bowel-incontinence