რომელი სიმპტომის შემთხვევაში უნდა მოთავსდეს პაციენტი კლინიკაში?
კვებითი ინტოქსიკაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიმპტომები მართვადია სახლის პირობებში - მოწოდებულია პაციენტმა დაისვენოს, მიიღოს სითხე. თუმცა მწვავე მიმდინარეობის დროს აუცილებელი ხდება ჰოსპიტალიზირება და მკურნალობა კლინიკაში.
სიმპტომები იწყება დაბინძურებული საკვებისა თუ სასმელის მიღებიდან რამდენიმე საათში.
დამახასიათებელია:
- თავის ტკივილი;
- დაღლილობა;
- პირის სიმშრალე;
- მუცლის ტკივილი და სპაზმი;
- გულისრევა და ღებინება;
- ხშირი დიარეა;
- სიცხე.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- გონების დაკარგვა;
- დაბნეულობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- ყლაპვის გაძნელება;
- თავბრუსხვევა;
- მაღალი სიცხე;
- პაციენტს არ აქვს მოშარდვის სურვილი ან შარდი ძალიან მუქი ფერისაა;
- შეტევები და მუცლის სპაზმი, კრუნჩხვა;
- ძლიერი დიარეა და ღებინება (შეიძლება შენიშნოთ სისხლიც);
- მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები.
წყარო: