თმების ყალყზე დადგომა - პილოერექცია, ბატის კანი

თმების ყალყზე დადგომა - პილოერექცია, ბატის კანი

რა არის პილოერექცია?

ბატის კანი ყალიბდება მაშინ, როდესაც კუნთების შეკუმშვის გამო თმა ყალყზე დგება. ბატის კანს შენიშნავთ მკლავებზე, ფეხზე. სხეულის იმ არეში, სადაც თმა ღია ფერისაა ან შედარებით მცირეა, ყალყზე დგება თმის ფოლიკული, შეამჩნევთ მის შეშუპებას.

სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას პილოერექცია ეწოდება.

ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • სიცივე;
  • ძლიერი ემოცია;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

ბატის კანის პირველადი სიმპტომი კანის უსწორმასწორო ზედაპირია.

სხვა სიმპტომებია:

  • ყალყზე დამდგარი თმა;
  • კანი უეცრად უფრო თმიანი ხდება;
  • სიცივის შეგრძნება;
  • კანკალი;
  • ძლიერი ემოცია.

სავსებით მოსალოდნელია პილოერექციის დროს ადამიანი იყოს პანიკაში ან გრძნობდეს მოუსვენრობას. ზოგიერთ პირს შფოთვა ეწყება და ეშინია სხვებმა ეს სიმპტომი არ შენიშნონ და არ განსაჯონ.

პილოერექცია არ არის დაავადება, შესაბამისად, არ საჭიროებს მკურნალობას, შეუძლებელია პრევენცია, თუმცა გარკვეული რეკომენდაციის გათვალისწინებით მინიმუმამდე შემცირდება რისკი.

გირჩევთ:

  • თუ გარეთ ცივა ჩაიცვით თბილად;
  • მოერიდეთ ჰაერის ძლიერ კონდინცირებას;
  • შეეცადეთ შეინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე სტრესულ სიტუაციაში;
  • რეგულარულად დაიტენიანეთ კანი.

 

 

წყარო:   

https://www.medicalnewstoday.com/articles/goosebumps-on-skin#treatment-and-prevention