როგორ დავძლიოთ მიტოვების შიში?

როგორ დავძლიოთ მიტოვების შიში?

ამ დიაგნოზის მქონე პირს ეშინია, რომ საყვარელი ადამიანი მიატოვებს.

ამ ტიპის შიში უარყოფითად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხზე.

ხანგრძლივი ეფექტის მაგალითებია:

  • რთული ურთიერთობა თანატოლებთან, რომანტიკულ პარტნიორთან;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • უჭირს ნდობა;
  • სიბრაზე;
  • ხასიათის ცვლილება;
  • ინტიმური კავშირის შიში;
  • შფოთვა;
  • პანიკური შეტევა;
  • დეპრესია.

როგორ ვმართოთ მიტოვების შიში?

პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ რომ ეს შიში გაქვთ! შემდეგი ნაბიჯია ყველა იმ პოზიტიური ხასიათის გააზრება, რის გამოც კარგი მეგობარი და პარტნიორი ხართ - შეწყვიტეთ თვითკრიტიკა, საკუთარი თავის დადანაშაულება.

დიდი დრო გაატარეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე პოზიტიურ განწყობას ტოვებენ - დრო დაუთმეთ გარემოს, სადაც თავს კარგად გრძნობთ, გაიცანით ახალი ადამიანები, მაქსიმალურად გააფართოვეთ მხარდამჭერთა წრე.

სასურველია საყვარელ ადამიანს გაუმხილოთ შიშის შესახებ, თუმცა ნურავის დაავალდებულებთ პრობლემის გადაწყვეტას.

თუ ამჩნევთ რომ მიტოვების შიშს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, ჩამოგიყალიბდათ პანიკური აშლილობისთვის, შფოთვისა თუ დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მიმართეთ სპეციალისტს.

თუ შენიშნეთ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანს მიტოვების შიში აქვს და დახმარება გსურთ, გარკვეული სტრატეგიის შემუშავებას გირჩევთ.

რეკომენდებულია:

  • სთხოვეთ პრობლემაზე, შიშზე გესაუბროთ, თუმცა არ დააძალოთ;
  • შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა გაიაზრეთ პაციენტს მართლა ეშინია, მისთვის ეს განცდა მძაფრია;
  • დაარწმუნეთ, რომ მის მიტოვებას არ აპირებთ;
  • ჰკითხეთ როგორ შეგიძლიათ დახმარება;
  • შესთავაზეთ ფსიქოთერაპია, ექიმის კონსულტაცია, თუმცა დელიკატურად და ძალდატანების გარეშე.

 

 

წყარო:   

https://www.healthline.com/health/fear-of-abandonment#diagnosis