რას ნიშნავს ძილიანობა?
ძილიანობა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც უჩვეულოდ გეძინებათ ან დაღლილობას უჩივით დღის განმავლობაში. ძილიანობას ზოგჯერ თან ერთვის სხვა სიმპტომებიც (გულმავიწყობა ან ჩაძინება შეუფერებელ დროს).
ძილიანობას იწვევს არაერთი ფაქტორი, განვიხილოთ უფრო დეტალურად.
ცხოვრებისეული ფაქტორები, ცხოვრების სტილი
მაგალითად, თუ მუშაობთ ღამის ცვლაში ან ხანგრძლივი დროით, საათით, დიდია რისკი დღის განმავლობაში ძილიანობამ შეგაწუხოთ. სიმპტომი ალაგდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ახალ განრიგთან ადაპტირებას შეძლებს.
მენტალური მდგომარეობა
ძილიანობის მიზეზი შეიძლება იყოს მენტალური, ემოციური ან ფსიქოლოგიური სტატუსი.
სიმპტომი ხშირად ჩნდება დეპრესიის, სტრესის, შფოთვის, მოწყენილობის ფონზე.
სამედიცინო მდგომარეობა
გასათვალისწინებელია ანამნეზში დიაბეტი, ჰიპონატრიემია, ჰიპოთირეოზი, ინფექციური მონონუკლეოზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
მედიკამენტი
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ძილიანობა მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა.
ძილის დარღვევა
ძლიერი ძილიანობის გამომწვევი მიზეზი ძილის დარღვევაც ხდება. მედიკოსებისთვის ცნობილია არაერთი ძილის პათოლოგია, რომელსაც თავისებური გავლენა აქვს ორგანიზმზე და შესაბამისი სიმპტომებით ვლინდება.
მიზეზი შესაძლოა იყოს ნარკოლეფსია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ობსტრუქციული ძილის აპნოე, შენელებული ძილის ფაზა.
მიმართეთ ექიმს თუ ძილიანობა ჩამოყალიბდა შემდეგი მიზეზების შედეგად:
- დაიწყეთ ახალი მედიკამენტის მიღება;
- მიიღეთ მედიკამენტის ზედმეტი დოზა;
- თავის არეში მიიღეთ ტრავმა.
ძილიანობის პრევენციაში დაგეხმარებათ ყოველ ღამით რეგულარული, მშვიდი ძილი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ გუნება-განწყობილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ცვლილება, დეპრესიის სიმპტომები, ვერ უმკლავდებით სტრესისა თუ შფოთვის შეგრძნებას.
წყარო:
https://www.healthline.com/health/drowsiness#when-to-seek-help