ცეკვა, როგორც თერაპია

ცეკვა, როგორც თერაპია

რა არის ცეკვის თერაპია?

ცეკვის/მოძრაობის თერაპია თერაპიის ტიპია, რომელიც ადამიანს ეხმარება ემოციური, შემეცნებითი, ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარებაში.

შესაბამისი ილეთებისა და მოძრაობების მეშვეობით პაციენტი უკეთ იცავს სხეულის პოზას და ინარჩუნებს ბალანსს.

თერაპიის მიზანია:

  • გარშემომყოფებთან კომუნიკაცია;
  • ემოციების გამოხატვა არავერბალური გზით;
  • სხეულის ტონუსში მოყვანა;
  • თვითშეფასების ამაღლება;
  • რელაქსაცია;
  • კუნთების გამკვრივება.

ცეკვის თერაპია, როგორც მკურნალობის დამხმარე კურსი, ფართოდ გამოიყენება არაერთი ქცევითი, ფსიქოლოგიური, სამედიცინო მდგომარეობის სამართავად, სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ცეკვის თერაპია დაფუძნებულია იდეაზე, რომ მოძრაობა და ემოცია ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

ცეკვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციისა და აზრის გამოხატვის უნარს.

რეკომენდებულია შემდეგი ფიზიკური დაავადებებისთვის:

  • ქრონიკული ტკივილი;
  • ბავშვთა სიმსუქნე;
  • კიბო;
  • ართრიტი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • კარდიოვასკულარული დაავადებები.

სასარგებლოა შემდეგი მენტალური დარღვევისთვის:

  • დეპრესია;
  • შფოთვა;
  • კვებითი აშლილობა;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

 

წყარო: 

https://www.physio-pedia.com/Dance_Therapy