რა არის ენტერიტი?
ენტერიტი წვრილი ნაწლავის ანთებაა. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ანთება მოიცავს კუჭსა და მსხვილ ნაწლავს.
ენტერიტის რამდენიმე ტიპი არსებობს, კერძოდ:
- ვირუსული;
- ბაქტერიული;
- მედიკამენტური;
- რადიაციული;
- ალკოჰოლური;
- ანთებითი დაავადებებით მიმდინარე.
ვირუსული ენტერიტი რამდენიმე დღეში სპეციფიკური მკურნალობის კურსის გარეშე იკურნება. თუ სიმპტომები არ ალაგდა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 3 ან 4 დღეში, სავარაუდოდ, ბაქტერიული ენტერიტი გაქვთ და უნდა მიმართოთ ექიმს.
სიმპტომები იწყება ინფექციის აღმოცენებიდან რამდენიმე საათში ან დღეში.
დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- დიარეა;
- გულისრევა და ღებინება;
- უმადობა;
- მუცლის კრუნჩხვა, სპაზმი და ტკივილი;
- ტკივილი, სისხლდენა ან ლორწოს მსგავსი გამონადენი სწორი ნაწლავიდან;
- სიცხე.
ინფექციური ენტერიტი
ბაქტერიული ენტერიტი, ყველაზე გავრცელებული ფორმა, გამოწვეულია საკვებისმიერი მოწამვლით.
ინფექცია ორგანიზმში იჭრება ბაქტერიით მოწამლული წყლისა და საკვების მეშვეობით.
ინფიცირების რისკი იზრდება ცუდი პირადი ჰიგიენის, საკვების არასწორი დამუშავების ფონზე.
საკვებისმიერი მოწამვლა ყველაზე ხშირად ფიქსირდება შემდეგი პროდუქტების გამო:
- უმი ხორცი;
- არაპასტერიზებული რძე;
- მოუხარშავი პროდუქტები.
ენტერიტი შესაძლოა გადმოგედოთ ინფექციის მქონე ადამიანთან ან ცხოველთან ახლო კონტაქტის შედეგადაც, თუმცა მსგავსი შემთხვევები იშვიათია.
წყარო: