მუცლის ბუყბუყი ნორმალური, ბუნებრივი პროცესია.
თუმცა შიმშილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობისა და ზოგიერთი პროდუქტის გამო ეს დისკომფორტი გაცილებით ხშირად ჩნდება, ხმაც უფრო მაღალია.
ეს სიტუაცია ყველას გვეცნობა - ოთახში ვსხედვართ და უეცრად მუცელი „სიმღერას“ იწყებს. ამის გამო უხერხულობას არ უნდა გრძნობდეთ, თუმცა თუ დისკომფორტი შემაწუხებელი იქნება, გაიხსენეთ ეს მეთოდები და ხმიანობა შეწყდება.
მუცლის ბუყბუყის დროს გირჩევთ:
- დალიეთ წყალი;
- შეჭამეთ, საკვები ნელა და მშვიდად დაღეჭეთ;
- რეგულარულად უნდა მიირთვათ, დაუშვებელია შიმშილი;
- რაციონში შეზღუდეთ აირების წარმომქმნელი პროდუქტები (ლობიო, ბროკოლი, კომბოსტო);
- მოერიდეთ მჟავე საკვებსა და სასმელს;
- რეკომენდებულზე მეტს ნუ მიირთმევთ, ზედმეტი საკვებით ორგანიზმს ნუ გადატვირთავთ;
- კვების შემდეგ ისეირნეთ;
- მოერიდეთ შფოთვას;
- რაციონში შეზღუდეთ შაქარი;
- შიმშილის შეგრძნებისთანავე მიირთვით.
წყარო:
https://www.healthline.com/health/how-to-stop-stomach-growling#avoid-anxiety-triggers