ძვალკუნთოვანი დისფუნქცია

ძვალკუნთოვანი დისფუნქცია

რა უნდა იცოდეთ ძვალკუნთოვანი დარღვევის შესახებ?

ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს კუნთებს, ძვალსა და სახსრებს.

მოიცავს შემდეგ დაავადებებს:

  • ტენდინიტს;
  • მაჯის არხის სინდრომს;
  • ოსტეოართრიტს;
  • რევმატიულ ართრიტს;
  • ფიბრომიალგიას;
  • ძვლის მოტეხილობას.

ძვალკუნთოვანი პათოლოგიები გავრცელებულია - დაავადების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.

დისფუნქციის ხარისხი და სიმწვავე ინდივიდუალურია, მაგალითად, ზოგიერთ პაციენტს აწუხებს ტკივილი ან დისკომფორტი, ზოგიერთს კი უჭირს ყოველდღიური აქტივობების შესრულება.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი;
  • სახსრის რიგიდულობა;
  • შეშუპება;
  • ყრუ ტკივილი.

დაავადების რისკ-ფაქტორებია: ოჯახური ანამნეზი, ასაკი, ცხოვრების სტილი, ფიზიკური აქტივობის დონე.

ძვალკუნთოვანი სისტემის დაზიანებას ხელს უწყობს გარკვეული პირობები:

  • ერთსა და იმავე პოზაში ჯდომა, ყოველდღე;
  • მძიმე ნივთების აწევა;
  • სხეულის ცუდი, არასწორი პოზა.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/musculoskeletal-disorders#symptoms