რამდენიმე ჩვევა, რომელიც ხერხემლისთვის მავნებელია

რამდენიმე ჩვევა, რომელიც ხერხემლისთვის მავნებელია

ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ყველა ადამიანს გამოუცდია ზურგის ტკივილი.

მსოფლიოში 16 მილიონზე მეტ პაციენტს ქრონიკული ზურგის ტკივილი სტანჯავს, რომელიც თვეებისა და წლების მანძილზე გრძელდება.

ზურგის ტკივილის გამომწვევი და გავრცელებული დიაგნოზებია:

  • სპინალური სტენოზი;
  • კიფოზი;
  • სკოლიოზი;
  • ოსტეოართრიტი;
  • სპორტული ტრავმები.

თუმცა ზურგის ტკივილს მხოლოდ ტრავმა და დაავადება არ იწვევს - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დამნაშავეა მავნე ჩვევა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ჩვევას, რომელიც ვნებს ხერხემალს და იწვევს სიმპტომებს:

  • თითქმის მთელი დღის განმავლობაში ზიხართ, უმოძრაოდ ხართ;
  • ეწევით;
  • თქვენი ცხოვრების სტილი არააქტიურია;
  • იკვებებით არაჯანსაღი პროდუქტებით;
  • ხშირად გიწევთ მძიმე ნივთების აწევა;
  • ძველ, არაკომფორტულ, მოხრილ მატრასზე გძინავთ;
  • მსუქანი ხართ;
  • სტრესი.

 

 

 

წყარო:  

https://www.mcnultyspine.com/blog/bad-habits-that-are-hurting-your-spine