ტვინის აბსცესი

ტვინის აბსცესი

რა არის ტვინის აბსცესი?

ტვინის აბსცესი ტრავმის ან ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული ჩირქია - მდგომარეობა სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია.

პათოლოგიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • თავის ტკივილი;
  • სიცხე;
  • შეტევა;
  • გულისრევა და ღებინება.

კლინიკურ შემთხვევათა 65%-ში გამოხატულია გარკვეული ტიპის ცვლილებები მენტალურ სტატუსში, კერძოდ:

  • დაბნეულობა;
  • ძილიანობა და მოდუნება;
  • გაღიზიანება;
  • დაქვეითებულია კონცენტრაციის უნარი;
  • შენელებულია რეაქცია;
  • ფიქრის, აზროვნების უნარის დაქვეითება;
  • კომა.

ტვინის აბსცესის დიაგნოზის დროს, 50-65%-ში, ფიქსირდება ნევროლოგიური სირთულეები. ნევროლოგიური დარღვევის ნიშნები თან ახლავს თავის ტკივილს და ვითარდება რამდენიმე დღისა თუ კვირის განმავლობაში.

შესაძლოა გამოვლინდეს:

  • კუნთის სისუსტე;
  • სხეულის ერთ არეში სისუსტე ან პარალიზი;
  • მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ცუდი კოორდინაცია.

ტვინის აბსცესი ყალიბდება ინფექციის, ტვინის ქსოვილის დაზიანების, წნევის ფონზე.

თუ თავის ტკივილი უეცრად გამწვავდა, სავარაუდოა რომ აბსცესი გასკდა.

წყარო:         

https://www.medicalnewstoday.com/articles/185619