სუნიანი გამონადენი

სუნიანი გამონადენი

რა იწვევს სუნიან გამონადენს?

სუნიანი ან სხვა უჩვეულო ტიპის გამონადენი შესაძლოა შენიშნოთ სხეულის ნებისმიერი არედან (ვაგინიდან, პენისიდან, ჭრილობიდან, იღლიიდან და სხვა). როგორც წესი, ეს სიმპტომი ინფექციის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მანიშნებელია.

„გამონადენად“ შეგვიძლია განვმარტოთ ნებისმიერი სითხე, რომელიც სხეულიდან გამოიყოფა. ბევრი ტიპის გამონადენი ჯანსაღია, ანუ ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირების შემადგენელი ნაწილია.

სპეციფიკური სუნის მქონე გამონადენის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ბაქტერიული ვაგინოზი;
  • ვაგინაში უცხო სხეული;
  • ანალური ფისტულა;
  • ტრიმეტილამინურია.

რეკომენდაცია

სუნიანი ან სხვა უჩვეულო ტიპის გამონადენი, სხეულის ნებისმიერი არედან, საყურადღებოა და ექიმის მეთვალყურეობას, ადეკვატურ დიაგნოსტირებას საჭიროებს. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ამ ტიპის გამონადენის მიზეზი ინფექციაა.

თუ დიაგნოსტირდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, პაციენტთან ერთად უნდა იმკურნალოს მისმა სქესობრივმა პარტნიორმაც.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამონადენის გამომწვევ მიზეზზე. ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება შესაბამისი მედიკამენტური თერაპია, მაგალითად, შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო ან ანტივირუსული მედიკამენტი (გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე).

წყარო:     

https://www.medicalnewstoday.com/articles/smelly-discharge#seeing-a-doctor