როგორ იცვლება ორგანიზმი ცურვის შემდეგ?

როგორ იცვლება ორგანიზმი ცურვის შემდეგ?

გიყვართ ცურვა?

ცურვა ჯანსაღი აქტივობაა, სასარგებლოა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

ცურვის დროს აქტივობაშია მთლიანი სხეული, თითქმის ყველა ორგანო და სისტემა იტვირთება, რაც დღეგრძელობის საწინდარია.

ეს თითქმის ერთადერთი აქტივობაა, რომლის დროსაც ადამიანი მხიარულობს და ბედნიერების ჰორმონებსაც უხვად გამოიმუშავებს.

აი, ასე იცვლება თქვენი ორგანიზმი ცურვის ფონზე:

  • მცირდება სტრესის დონე;
  • უმჯობესდება გუნება-განწყობილება;
  • აქტიურად იწყებს ფუნქციონირებას გული;
  • ძლიერდება კუნთი, მკვრივდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა;
  • ინარჩუნებთ ჯანსაღ წონას;
  • სიმსუქნის შემთხვევაში იკლებთ ზედმეტ კილოს;
  • რელაქსაციას განიცდით, მშვიდდებით;
  • ენერგიით ივსებით;
  • უმჯობესდება კოორდინაციისა და ბალანსის უნარი;
  • ღამით გაცილებით მშვიდად დაიძინებთ, მარტივად ჩაგეძინებათ.

 

წყარო:    

https://www.betterhealth.vic.gov.au/health/healthyliving/swimming-health-benefits