რა სიმპტომები ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას?
ლაქტოზის აუტანლობის დროს ორგანიზმი ვერ ახერხებს რძის შაქრის, ანუ ლაქტოზას სრულყოფილად მონელებას. გამომწვევი მიზეზია ის, რომ წვრილი ნაწლავი წარმოქმნის ძალიან მცირე რაოდენობის ენზიმებს, ფერმენტებს. როდესაც წვრილ ნაწლავში არ არის საკმარისი რაოდენობის ფერმენტი ლაქტაზა, ვერ ხდება რძის შაქრის ადეკვატური მონელება.
ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომებია:
- შებერილობა;
- აირები;
- გულისრევა და ღებინება;
- კუჭის ტკივილი და სპაზმი;
- დიარეა;
- მუცლის ბუყბუყი.
სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ლაქტოზის მიღებიდან 1 ან 2 დღის შემდეგ.
ლაქტოზას, როგორც წესი, შეიცავს თითქმის ყველა რძის პროდუქტი. პროცენტული მაჩვენებელი განსხვავდება, მაგალითად, ახალ რძესა და კრემს დიდი რაოდენობით ლაქტოზა აქვს, ხოლო მაგარ ყველში გაცილებით მცირეა.
გაითვალისწინეთ, ლაქტოზას როგორც ინგრედიენტს ხშირად ამატებენ დამუშავებულ პროდუქტებში, ზოგჯერ მედიკამენტის შემადგენლობაშიც კი არის. ლაქტოზას შესაძლოა შეიცავდეს სალათების მოსართავი და წასახემსებლები.
თუ თქვენი ორგანიზმი ლაქტოზის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა, რეაქცია გექნებათ ძალიან მცირე დოზაზეც კი. სიმპტომებისა და ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, გადაამოწმეთ პროდუქტი ხომ არ შეიცავს რძის შაქარს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/7317-lactose-intolerance