რა არის მიოზიტი?
მიოზიტი დაავადებაა, რომლის გამოც იმუნური სისტემა თავს ესხმის, ვნებს კუნთებს; შედეგად ყალიბდება ქრონიკული ანთება.
მიოზიტი, ძირითადად, აზიანებს შემდეგი ორგანოების კუნთებს:
- ფეხი და თეძო;
- მხარი და მკლავი;
- მუცელი და ხერხემალი.
არსებობს მიოზიტის რამდენიმე ფორმა და თითოეულ ტიპს თავისი დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.
ექსპერტებმა დაავადების ჩამოყალიბების ზუსტი მიზეზი არ იციან - ჯერჯერობით არ არსებობს კუნთის ანთების განკურნების მეთოდი, თუმცა შესაძლებელია მკურნალობა სიმპტომურად. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეფექტურია ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა.
კუნთის ანთებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- კუნთის სისუსტე;
- სახსრისა და კუნთის ტკივილი;
- დაღლილობა;
- შეშუპება;
- სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
- არითმია.
სიმპტომური ეპიზოდის დროს პაციენტს უჭირს მოძრაობა და ყოველდღიური რიტმის შემადგენელი აქტივობების შესრულება, ადვილად იღლება, აქვს შეგრძნება რომ ვერ აკონტროლებს კიდურებს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24170-myositis