უნებლიე წონის მატება

უნებლიე წონის მატება

რა იწვევს უნებლიე წონის მატებას?

უნებლიე წონის მატება არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არ ჭამს ბევრს, ანუ არ შეუცვლია რაციონში კალორიები თუ ულუფა, არც ფიზიკური აქტივობის დონე შეუმცირებია, თუმცა ზედმეტი კილოგრამები სახეზეა.

უნებლიე წონის მატება შესაძლოა იყოს პერიოდული ან ქრონიკული ფორმის.

გავრცელებული მიზეზებია:

  • ორსულობა;
  • ჰორმონული ცვლილებები;
  • მენსტრუაცია;
  • სითხის შეკავება;
  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.

გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე სიმპტომები განსხვავებულია. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა აწუხებდეს დისკომფორტი მუცლის არეში, ტკივილი ან შებერილობა. სავსებით შესაძლებელია შენიშნოთ ერთგვარი შეშუპება მუცლის არეში, ფეხზე, ხელზე.

თუ წონის მატებას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აღნიშნული სიმპტომატიკა სერიოზული დაავადების ნიშანია.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ:

  • სიცხე;
  • კანის მგრძნობელობა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • ოფლიანობა;
  • ცვლილება მხედველობასთან დაკავშირებით.

 

 

 

 

წყარო:        

https://www.healthline.com/health/weight-gain-unintentional#other-symptoms