მწვანე ხახვი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებებისგან შედგება, მდიდარია ბოჭკოთი.
მის შემადგენლობაში მცირე რაოდენობით კალორიაა, შესაბამისად, ეფექტური საკვებია დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის.
მეცნიერთა აზრით, მწვანე ხახვი დადებითად აისახება იმუნურ სისტემაზე - C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს.
ექსპერტები განმარტავენ, რომ მწვანე ხახვის ექსტრაქტი ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს. ამ თვისებების გათვალისწინებით, ხახვი გულისთვის სასარგებლო პროდუქტების სიის განუყოფელი ნაწილია.
მწვანე ხახვი შეიცავს K ვიტამინს, რომელიც ძვლისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ K ვიტამინი ხელს უწყობს D ვიტამინისა და კალციუმის სწორ ცვლას ორგანიზმში.
მწვანე ხახვი ორგანიზმში როდოპსინს გამოიმუშავებს. აღნიშნული რეცეპტორული ცილა ბადურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კატარაქტასა და რქოვანას გარსის წყლულის პრევენციას უზრუნველყოფს.
ეს გემრიელი საკვები აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. მწვანე ხახვი გიცავთ დიარეასგან, გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით.
სასარგებლოა კანისთვისაც. მწვანე ხახვი კანს გოგირდოვანი ნაერთით ალიცინით ამდიდრებს. ეს ნაერთი ასაკობრივი ნაოჭებისგან გიცავთ, ასევე უზრუნველყოფს კანის სიგლუვეს, C ვიტამინით ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
წყარო: