კუნთის სპაზმი - რა იწვევს მტკივნეულ კრუნჩხვას?

კუნთის სპაზმი - რა იწვევს მტკივნეულ კრუნჩხვას?

რა არის კუნთის სპაზმი?

სპაზმი კუნთოვანი ქსოვილის ძლიერი, უეცარი, უნებლიე შეკუმშვაა.

ჩვეულებრივ, სპაზმს ერთვის სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ტკივილი. სპაზმი ეს არის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია; კუნთებისა და მყესების შეკუმშვით იგი მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდებას ცდილობს.

კუნთის სპაზმი გავრცელებული ჩივილია - ყოველთვის ვერ ხერხდება დისკომფორტის პრევენცია, თუმცა დასვენება, მასაჟი, კიდურის გაჭიმვა მდგომარეობას რიგ შემთხვევაში აუმჯობესებს.

ზოგჯერ გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხდება, შესაბამისად, მსგავსი კლინიკური შემთხვევა განიხილება როგორც იდიოპათიური სპაზმი.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • არ ჭიმავთ კუნთს;
  • კუნთის დაღლილობა;
  • სიცხეში ვარჯიში;
  • გაუწყლოება;
  • ელექტროლიტების დეფიციტი;
  • ნერვის პრობლემა;
  • ორგანიზმის სისხლით მომარაგების პრობლემა;
  • სტრესი;
  • ძლიერი ინტენსივობის ვარჯიში.

ღამით ფეხის კრუნჩხვა შესაძლოა გაწუხებდეთ შემდეგი მიზეზის გამო:

  • დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა;
  • კუნთს ზედმეტად იყენებთ;
  • დგახართ ან მუშაობთ ბეტონის იატაკზე;
  • სხეულისთვის არასწორ პოზაში ჯდომა.

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15466-muscle-spasms