ალკოჰოლური ინტოქსიკაცია მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ალკოჰოლით მოწამვლის გამო სავსებით შესაძლებელია განვითარდეს მწვავე გართულებები:
- დახრჩობა (ნარწყევის გამო);
- სუნთქვის შეწყვეტა;
- დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა;
- შეტევა;
- ჰიპოთერმია;
- არარეგულარული გულისცემა;
- ტვინის დაზიანება;
- სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანი იღუპება.
გარკვეული მეთოდებით ინტოქსიკაციის რისკის შემცირება შესაძლებელია.
პრევენციისთვის გირჩევთ:
- სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლი არ შეურიოთ ერთმანეთში (მაგალითად, არ შეიძლება ჯერ ღვინო დალიოთ და შემდეგ მხიარულება არყით ან კონიაკით განაგრძოთ);
- ალკოჰოლი მიიღეთ ზომიერად, მოუსმინეთ ორგანიზმს;
- დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება თუ დალიეთ მედიკამენტი;
- არ დალიოთ მშიერ კუჭზე;
- ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ თინეიჯერებს - რისკ-ჯგუფში სწორედ ამ ასაკის ადამიანები შედიან;
- ალკოჰოლი ან ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი პროდუქცია მოარიდეთ ბავშვებს - ისეთ ადგილზე შეინახეთ, რომ პატარა ადამიანებმა ვერ მიაგნონ;
- ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი საყურადღებოა და თუ თავს ცუდად გრძნობთ, უთხარით გარშემომყოფებს, დროულად მიმართეთ ექიმს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/alcohol-poisoning/symptoms-causes/syc-20354386