გულისრევის შეგრძნება

გულისრევის შეგრძნება

ეს სიმპტომი თითქმის ყველა ადამიანს ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ გამოუცდია.

გულისრევას შესაძლოა ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:

  • საერთო სისუსტე;
  • ოფლიანობა;
  • პირის ღრუში ნერწყვის დაგროვება;
  • ღებინების ძლიერი სურვილი.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დისკომფორტის მიზეზია ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი).

გულისრევის სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • ორსულობა;
  • ძლიერი ტკივილი;
  • ქიმიური ტოქსინები;
  • ემოციური სტრესი;
  • ნაღვლის ბუშტის დაავადება;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;
  • მგრძნობელობა გარკვეულ სუნზე.

ზოგჯერ გულისრევა ზოგიერთი მედიკამენტის ერთგვარი გვერდითი მოვლენაა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გულისრევის შეგრძნება გაწუხებთ კვირაზე მეტია.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ გულისრევას თან ერთვის შემდეგი ნიშნები:

  • სისხლი ნარწყევში;
  • ძლიერი თავის ტკივილი ან კისრის გაშეშება;
  • დაღლილობა;
  • დაბნეულობა;
  • დაქვეითებულია კონცენტრაციის უნარი;
  • ძლიერი მუცლის ტკივილი;
  • მაღალი სიცხე;
  • დიარეა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • აჩქარებული გულისცემა ან პულსი.

თუ გულისრევას თან ახლავს ღებინებაც, მნიშვნელოვნად იზრდება დეჰიდრატაციის რისკი - გაუწყლოების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები.

 

წყარო:        

https://www.everydayhealth.com/nausea/guide/