რა არის სისტემური ვასკულიტი?
სისტემური ვასკულიტი ქვემწვავე დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია ქრონიკული ანთებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან და ნიშნებთან.
სისტემური ვასკულიტები აერთიანებს დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც სისხლძარღვები ზიანდება. ამ დიაგნოზის დროს ვითარდება სისხლძარღვის კედლის ყველა შრის ანთება და ნეკროზი - პათოლოგიურ პროცესს შესაძლოა დაერთოს სისხლძარღვის ოკლუზია, ორგანოებისა თუ ქსოვილების იშემია.
დაავადებამ შესაძლოა მოიცვას ორგანიზმის ყველა ორგანო და სისტემა.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და დაავადების სიმწვავეზე.
ტერმინი ვასკულიტი სისხლძარღვის ანთებაზე მიუთითებს, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვის კედლის დესტრუქციითა და ანთებითი პროცესით. სისტემური ვასკულიტის შემთხვევაში საქმე გვაქვს დაავადებების, პათოლოგიების ფართო ჯგუფთან, რომელიც სხვადასხვა ორგანოს აზიანებს და მწვავე კლინიკური მიმდინარეობით გამოიხატება.
საყურადღებო სიმპტომებია:
- სიცხე;
- ტკივილი ერთ ან რამდენიმე სახსარში;
- საერთო სისუსტე;
- კუნთების ტკივილი;
- თავის ტკივილი და სკალპის სისუსტე;
- მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე კიდურში და სხვა ნიშნები.
წყარო: