რა არის ნისტაგმი?
ნისტაგმის დიაგნოზის დროს ადამიანს არ შეუძლია თვალის მოძრაობის კონტროლი, მაგალითად, თვალის კაკალი სწრაფად და უნებლიედ, რითმულად მოძრაობს, უკონტროლოდ გადაადგილდება გვერდით თუ მაღლა ან დაბლა, შეიძლება წრიულადაც.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გენეტიკურია, თუმცა ზოგჯერ სხვა დაავადების ფონზე ჩნდება.
პათოლოგიის მართვა შესაძლებელია სათვალით, კონტაქტური ლინზებით - იშვიათად, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობის გამო იზრდება მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი. ნისტაგმის გამო ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს წონასწორობის დაცვა, ვერ აღიქვას ადეკვატურად სიღრმე ან მანძილი და სხვა.
ნისტაგმისგან არავინაა დაზღვეული - დიაგნოზით ავადობენ როგორც პატარები, ისე ზრდასრულები.
უშუალოდ ნისტაგმი არ არის საფრთხის შემცველი, თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია ისეთ საშიშ პათოლოგიებთან როგორიცაა ინსულტი, ტვინის სიმსივნე, თავის ტრავმა, ანთებითი დაავადებები.
ნისტაგმის სიმპტომებია:
- თვალის უნებლიე მოძრაობა;
- ბუნდოვანი მხედველობა ან კანკალი;
- ბალანსის პრობლემა;
- თავბრუსხვევა;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- მხედველობის პრობლემა ღამით.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22064-nystagmus