თუ უმიზეზოდ უჩივით დაბუჟებას, ქავილს და გაქვთ შეგრძნება თითქოს კანზე რაღაც გაცოცდებათ

თუ უმიზეზოდ უჩივით დაბუჟებას, ქავილს და გაქვთ შეგრძნება თითქოს კანზე რაღაც გაცოცდებათ

დიაგნოზი პარესთეზია.

პარესთეზია სპონტანურად განვითარებული შეგრძნებებია. ამ დიაგნოზის დროს სრულიად უმიზეზოდ ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს კანზე რაღაც აცოცდება, უჩივის დაბუჟებას ან ქავილს.

ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ყველას განუცდია პარესთეზია.

ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზია ის, რომ დაუდევრობის, უყურადღებობის გამო ნერვს აწვებით, თუმცა დისკომფორტი მაშინვე გაქრება როგორც კი პოზას შეიცვლით. ამ ტიპის პარესთეზია დროებითია, თუმცა თუ ამ შეგრძნებით ქრონიკულად იტანჯებით, სავარაუდოდ, გამომწვევი მიზეზი სხვა სამედიცინო მდგომარეობაა.

პარესთეზია შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ არეში, თუმცა ყველაზე ხშირია:

  • ფეხებში;
  • ტერფში;
  • ხელებში;
  • მხრის არეში.

პარესთეზია შესაძლოა იყოს დროებითი ან ქრონიკული.

მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • დაბუჟება;
  • სისუსტე;
  • ჩხვლეტის შეგრძნება;
  • წვის შეგრძნება;
  • სიცივე.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომებმა მიიღო ქრონიკული სახე და დისკომფორტის გამო დაგიქვეითდათ ცხოვრების ხარისხი.

გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ყოველთვის ვერ ხერხდება. დროებითი პარესთეზიის მიზეზი ნერვზე ზეწოლა, ანუ სისხლის ცუდი ცირკულაციაა. ქრონიკული პარესთეზია ყალიბდება ნერვის დაზიანების ფონზე.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/paresthesia