მედიკამენტის მიღებისას გარკვეული რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია.
რას გულისხმობს წამლის სწორი გამოყენება? მრავალ ასპექტს, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსსაც კი სავსებით შესაძლებელია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მედიკამენტის არასწორად მიღება, წამლების ერთმანეთში შერევა და დოზის თვითნებურად შეცვლა (ექიმის რეკომენდაციის გარეშე) სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
ზოგიერთი მედიკამენტი ინიშნება ჭამამდე და ზოგიერთი უნდა მიიღოთ მხოლოდ კვების შემდეგ. მოგეხსენებათ, თუ რიგ მედიკამენტს მშიერ კუჭზე მიიღებთ, ამ ორგანოს სერიოზულად გააღიზიანებთ და მწვავე სიმპტომებიც გამოვლინდება. სწორედ ამიტომ ყოველთვის გაეცანით ანოტაციას, ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ.
სასურველია, რეკომენდებულია წამალს დააყოლოთ წყალი - ეს არის ბუნების საჩუქარი, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და უნივერსალური სითხე.
გაითვალისწინეთ, წამალზე სხვა სითხის დაყოლების შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. რძემ, წვენმა შესაძლებელია შეცვალოს წამლის ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა.
დაუშვებელია ალკოჰოლი!
ზოგიერთი მედიკამენტი წყალთან ერთად უნდა დალიოთ და ამის რამდენიმე მიზეზია:
- წამალმა შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება (წყალი კი დეჰიდრატაციისგან გიცავთ);
- მედიკამენტმა შეიძლება დააზიანოს თირკმელი ან გააჩინოს თირკმლის კენჭები. სწორედ ამ რისკს ამცირებს წყალი - იგი აზავებს ზედმეტ მედიკამენტს და ერთდროულად ბევრი წამალი არ ჩაედინება თირკმელში.
ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, სხვა ტიპის წვენი (მათ შორის ფორთოხლისა და ვაშლის) პრობლემებს იწვევს. წვენი შლის, აზიანებს კიბოს საწინააღმდეგო ზოგიერთ წამალს. იგივე ეფექტი ვლინდება მაღალი არტერიული წნევისთვის განკუთვნილ მედიკამენტებთანაც. ზოგიერთი ანტიბიოტიკიც არ ფუნქციონირებს სათანადოდ წვენის დაყოლების შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია ორგანიზმი შეივსოს სასურველი რაოდენობის წყლით და არა მხოლოდ მედიკამენტის მიღების დროს. სწორედ წყალი გვიცავს გაუწყლოებისგან, შესაბამისად, დეჰიდრატაციით გამოწვეული საშიში გართულებებისგან.
შეუძლებელია გითხრათ თუ დღეში რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოთ, რადგან ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და თავისთავად გადასამოწმებელია ანამნეზი. თუმცა თუ იშვიათად გაწუხებთ წყურვილის შეგრძნება და შარდიც უფერული ან ღია ყვითელი შეფერილობისაა, გამოდის რეკომენდებული დოზით წყალს სვამთ.
წყარო:
https://pharmasave.com/health/medication-faqs/take-with-plenty-of-water/
https://www.consumermedsafety.org/safety-articles/take-medicine-with-water-not-juice