ეს სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში მაგნიუმის დონე დაბალია

ეს სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში მაგნიუმის დონე დაბალია

რა არის ჰიპომაგნიემია?

ჰიპომაგნიემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში მაგნიუმის, ანუ ელექტროლიტის დონე დაბალია.

როგორც წესი, ჰიპომაგნიემიის დიაგნოზის დროს სხვა ელექტროლიტების (კალციუმი და კალიუმი) რაოდენობაც დაქვეითებულია.

ჰიპომაგნიემია, ასევე ცნობილი როგორც მაგნიუმის დეფიციტი, შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მწვავე ფორმის.

მაგნიუმი სასარგებლო ელექტროლიტია და აუცილებელია ტვინის, გულის, კუნთების ფუნქციონირებისთვის.

როდესაც მაგნიუმის დონე დაბალია, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • კანკალი;
  • კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა;
  • კიდურების დაბუჟება;
  • თვალის უნებლიე კრუნჩხვითი მოძრაობები;
  • დაღლილობა და სისუსტე.

მწვავე ჰიპომაგნიემიის დროს ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • არითმია;
  • დელირიუმი;
  • შეტევა.

გამომწვევი მიზეზებია:

  • ორგანიზმი არ იღებს რეკომენდებულ დოზა მაგნიუმს;
  • კუჭ-ნაწლავიდან ან თირკმლიდან (ანუ განავლითა და შარდით) ჭარბი რაოდენობის მაგნიუმი იდევნება;
  • შიმშილი;
  • ადამიანს აქვს დარღვევა ალკოჰოლთან დაკავშირებით და რაციონში არ არის კვებითი ღირებულების პროდუქტები;
  • პაციენტი კრიტიკულად ავადაა და დაავადების გამო არ შეუძლია ბუნებრივი გზით მიიღოს საკვები (ანუ ვერ ჭამს და საკვებს იღებს ინტრავენური გზით).

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ორგანიზმს უჭირს მაგნიუმის ათვისება გასტროენტეროლოგიური დაავადებების გამო.

ზოგჯერ გამომწვევი მიზეზი გენეტიკური სინდრომებია, რომლის ფონზეც რთულია მაგნიუმის სათანადოდ შეთვისება.

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23264-hypomagnesemia