ღვიძლი ორგანიზმის ერთ-ერთი დიდი ორგანოა, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.
ამ ორგანოსთვის მავნებელია რაფინირებული შაქარი და დამუშავებული, ჭარბი დოზით მარილიანი პროდუქტები.
ღვიძლის ფუნქციას მნიშვნელოვნად აზიანებს ჰეპატიტი.
რაციონში შეძლებისდაგვარად უნდა შეზღუდოთ ცხიმი.
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადებაა ამ ორგანოს პრობლემების ძირითადი წყარო. ღვიძლის გაცხიმოვნების ხელშემწყობი ფაქტორები ცუდ რაციონთან ერთად არაჯანსაღი წონა, მაღალი ქოლესტეროლი და დიაბეტია.
სასარგებლოა რეგულარული ფიზიკური აქტივობა და დაბალი ცხიმის შემცველობის კვების რაციონი.
ღვიძლის ფუნქციას აზიანებს:
- თამბაქო;
- ზოგიერთი მედიკამენტი (გვერდითი მოვლენები);
- ცხიმიანი საკვები;
- დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმი;
- რაციონში მაღალი კალორაჟი და სიმსუქნე;
- რაციონში დიდი დოზით მარილი.
წყარო: