რა არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა?
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა ორგანიზმისთვის სასარგებლო ჯანსაღი ცხიმია.
ამ ჯანსაღ ცხიმს სხეული დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს, შესაბამისად, სასურველია ხშირად მიირთვათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით.
იგი სასარგებლოა უჯრედებისთვის, ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს, ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს, ეხმარება გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებს სათანადოდ ფუნქციონირებაში. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს, კარდიოვასკულური დაავადებების, თრომბის, ალცჰაიმერის, დემენციისა თუ ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის განვითარების რისკს.
რაც შეეხება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის დანამატის სახით მიღებას, ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ ექიმმა და შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის, ანამნეზის საფუძველზე. თვითნებურად დაუშვებელია ამ ცხიმის მედიკამენტის სახით მიღება.
ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს შემდეგი პროდუქტები:
- თევზი;
- ნიგოზი;
- სოიო.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/17290-omega-3-fatty-acids