შარდის შეკავება

შარდის შეკავება

რა არის შარდის შეკავება?

შარდის შეკავება არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს შარდის ბუშტის სრულად დაცლა.

პათოლოგია შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში. შარდის შეკავება შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

  • ერთგვარი ობსტრუქცია, დახშობა, ბლოკირება იმ არეში, საიდანაც შარდი გამოიყოფა;
  • სხვა პათოლოგიის სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
  • ნერვის დარღვევა, რომლის გამოც ტვინსა და საშარდე სისტემას შორის კომუნიკაციის უნარი ქვეითდება;
  • ინფექცია და შეშუპება;
  • გარკვეული ქირურგიული პროცედურისთვის განკუთვნილი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა.

სიმპტომები მრავალფეროვანია.

ზოგიერთ პაციენტს ქრონიკული ფორმის დროს უჭირს შარდის ნაკადის გამოყოფა, მოშარდვა. ზოგიერთ პაციენტს შარდის ნაკადი შემცირებული აქვს. სხვებს აქვთ მოშარდვის სურვილი, თუმცა პროცესის დაწყებას (შარდის გამოყოფას) ვერ ახერხებენ. ამ დიაგნოზის მქონე ზოგიერთ პირს ხშირი მოშარდვის სურვილი აქვს.

მწვავე ფორმის შემთხვევაში პაციენტს აწუხებს მოშარდვის ძლიერი სურვილი ან ორგანიზმიდან გამოყოფს მხოლოდ მცირე რაოდენობას.

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15427-urinary-retention