როდის მივმართოთ ექიმს?
სპერმაში სისხლს სამედიცინო ენაზე ჰემატოსპერმია ეწოდება.
ხშირად ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში, ხელშემწყობი რისკ-ფაქტორია ინფექცია (სპერმაში სისხლთან ერთად პაციენტი უჩივის სხვა სიმპტომებსაც).
თუ ხშირად ამჩნევთ სისხლს სპერმაში ან მწვავე მიმდინარეობა აქვს, ხართ 40 წლის ან 40 წელს გადაცილებული პირი, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომი სავსებით შესაძლებელია საყურადღებო მდგომარეობის მანიშნებელი იყოს.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ბრაქითერაპია;
- ქლამიდია;
- სათესლე ჯირკვლის ანთება;
- გადაჭარბებული სქესობრივი აქტივობა ან მასტურბაცია;
- გენიტალური ჰერპესი;
- გონორეა;
- ჰემოფილია;
- პროსტატის ბიოფსია;
- პროსტატის კიბო;
- ტრავმა სათესლე ჯირკვლის არეში;
- ვაზექტომია;
- პროსტატიტი.
იშვიათი გამომწვევი მიზეზებია:
- ამილოიდოზი;
- კეთილთვისებიანი წანაზარდები;
- შისტოსომოზი;
- ტუბერკულოზი და სხვა.
თუ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ხართ და შენიშნეთ სისხლი სპერმაში დიდი ალბათობით სიმპტომი მკურნალობის გარეშე ალაგდება. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ კვლევა (მაგალითად, მიზეზი შესაძლოა იყოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია).
მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ სპერმაში სისხლი და ამასთან:
- ხართ 40 წლის ან 40 წელს გადაცილებული;
- სპერმაში სისხლი გაქვთ 3 ან 4 კვირაზე მეტხანს;
- სპერმაში სისხლი ჩნდება რეგულარულად;
- ტკივილი შარდვის დროს;
- ანამნეზში კიბო, სისხლდენით მიმდინარე დარღვევები, გენიტალური ან საშარდე სისტემის მალფორმაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/blood-in-semen/basics/definition/sym-20050603